ნაციონალური მოძრაობა

სესიაშვილი: ჯაფარიძის შემოთავაზებული სცენარი ალოგიკურია

ირაკლი სესიაშვილი
primetimenews.ge

საჭიროა სერიოზული გამოძიების ჩატარება, რადგან რა სცენარსაც გვთავაზობს ბატონი ზურაბი აბსოლუტურად ალოგიკურია - თქვა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემაში რეაქცია ზურაბ ჯაფარიძესთან დებატებისას.

სესიაშვილის თქმით, არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იმყოფებოდნენ ჯაფარიძე და ნადირაშვილი აზერბაიჯანში გარდაბნი ინციდენტზე სასაუბროდ და რატომ გაიღო ნაციონალურმა მოძრაობამ ხარჯები ორი დეპუტატის მისავლენად, როდესაც ადგილზე იმყოფებოდნენ მაჭავარიანი და ბარამიძე.

შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძესა და ირმა ნადირაშვილთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ აზერბაიჯანის საზღვარზე გადმოჰქონდათ დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა. 

კომენტარები