ნაციონალური მოძრაობა

ნადირაშვილი: ერთი მილიონი დოლარი, რომ მქონოდა, არავინ გამომიშვებდა

„როგორ ფიქრობთ, ჩვენ რომ მართლა ელექტროშოკები გვქონოდა, არ დაგვაკავებდნენ? მე, რომ მართლა ერთი მილიონი დოლარი მქონოდა, ვინმე გამომიშვებდა?“ - თქვა ბაქოდან თბილისში ჩამოსვლის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ  ტელეკომპანია იმედის ეთერში სატელეფონო ჩართვისას ბაქოს აეროპორტში საპარლამენტო უმცირესობის წევრების გაჩერების მიზეზად დიდი რაოდენობით არადეკლარირებული თანხა დაასახელა.  

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის მტკიცებით, მან და ზურაბ ჯაფარიძემ ბაქოში ყოფნისას შეიტყვეს, რომ თითქოს დაკავებულები იყვნენ.

„ყველას ავუხსენით, რომ ეს ასე არ არის. შემდეგ ელჩის ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჩვენ მართლა დაგვაკავეს. საქართველოს ელჩს მე თვითონ ვურეკავდი, რომ მოსულიყო და დამლაპარაკებოდა, თუმცა მან ჩემ ზარს არ უპასუხა. როგორც ვიცი, როდესაც საქართველოს მოქალაქეს უჭირს, ელჩის მოვალეობაა, მივიდეს და დაელაპარაკოს. ამის სანაცვლოდ, ჩვენმა ხელისუფლებამ სასწრაფოდ, სუს-ის აგენტები გამოგზავნა, რომლებიც მე და ზურას დაგვყვებოდნენ და სურათებს გვიღებდნენ. მებაჟეები გვეკითხებოდნენ, თქვენი საელჩოს წარმოადგენლები აქ რატომ დადიან  და თქვენს შესახებ, რატომ გვეკითხებიან - ხომ არაფერი აქვთო?  როგორც ვიცი, ამ საკითხის შესახებ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუვრცელებია“, - თქვა ირმა ნადირაშვილმა. 

კომენტარები