სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

აშშ და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავენ

topnews.in

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავენ.

სანქციები საბანკო, ენერგეტიკის და თავდაცვის სექტორებს შეეხება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორი ნულანდმა განაცხადა. მისი თქმით, ვითარება უკრაინაში ბილო პერიოდში მნიშვნელოვნად დაიძაბა და რუსეთი სეპარატისტებს შეიარაღებას, მათ შორის, ტანკებს და ზალპური ცეცხლის დანადგარებს აწვდის. ნულანდის განცხადებით, თუ პუტინი კურსს არ შეცვლის, ამის საფასურის გადახდა მოუწევს.

კომენტარები