ინვესტიციები

გერმანული KfW ბანკი საქართველოში აგროდაზღვევის პოტენციალს გამოიკვლევს

ბარდის ფერმა
ბერნარდ შურიანი / KfW

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოში აგროდაზღვევის პოტენციალს გამოიკვლევს. ამის შესახებ შეთანხმებას KfW-ს ვიცეპრეზიდენტმა ევა ვიტიმ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ, მოაწერეს ხელი. 

KfW გრანტის სახით კვლევის კონცეფციის შესამუშავებლად 200 000 ევროს გამოყოფს. 

„ჩვენ უნდა შევქმნათ და ავამუშაოთ აგროდაზღვევის ისეთი სქემა, რომელიც მისაღები და ხელმისაწვდომი იქნება ფერმერებისა და მეწარმეებისთვის“, - ამბობს შალვა ფიფია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი და გერმანიის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს წარმომადგენელი კლაუს ტანცბერგერი.

KfW-ს წარმომადგენლებმა თბილისში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს ფინანსთა მინისტრთან და პრემიერმინისტრთანაც. 

კომენტარები