ინვესტიციები

პრემიერი: ინვესტიციების მხრივ საინტერესო, დადებითი დინამიკა გვაქვს

ზოგადად, ტენდენცია არის საკმაოდ დადებითი და ოპტიმისტურად ვართ ჩვენ განწყობილი. გეტყვით, რომ ჩვენ დროს ბათუმში გაიხსნა ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და დამატებით 4 ახალი სასტუმრო, რაც ძალიან კარგი ნიშანია. ასევე არის მიმდინარე პროექტები. მხოლოდ წელს განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა შეადგენს 366 მილიონ დოლარს, რაც არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი... უახლოეს წლებში ბათუმში 23 ახალი სასტუმრო აშენდება და განსახორციელებელი პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულების მოცულობა შეადგენს 1 მილიარდ 251 მილიონ დოლარს. ძალიან კარგი არის, რომ ძალიან კარგი ტენდენციაა ამ მიმართულებით... მინდა, ინვესტორებს ვუთხრათ, რომ ამ მხრივ ჩვენ მართლაც შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო დინამიკა გვაქვს, დადებითი. 

განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო ჰილტონში, ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.

კომენტარები