ჭიკაიძე: მორატორიუმი, შესაძლოა, არჩევნების მეორე ტურამდე გაგრძელდეს

ალექსანდრე ჭიკაიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით, წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმი შესაძლოა, არჩევნების მეორე ტურამდე გაგრძელდეს.

"არ ვიცი, ამ სიტუაციაში, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სავარაუდოდ, დაველოდებით მეორე ტურს, შესაძლოა, მორატორიუმი გაგრძელდეს, თუმცა ჯერ არ ვიცი", - თქვა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

ჭიკაიძე მარნეულის საარჩევნო ოლქში მომხდარ ფაქტსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნულზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო.

"გამოძიება დაუყოვნებლივ გუშინვე დაიწყო. თუმცა შედეგებზე წინასწარ საუბარი ნაადრევია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დასკვნას ვერ გავაკეთებ, დაველოდოთ და ყველაფერს დეტალურად გაიგებთ", - აღნიშნა ჭიკაიძემ.

კომენტარები