წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოში ოთხი პოლიტიკური პარტია შევა

timer.ge

ცესკო-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით, თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით მანდატებს ოთხი პოლიტიკური პარტია მიიღებს. პროპორციული სიით ყველაზე მეტ დეპუატატს საკრებულოში ქართული ოცნება შეიყვანს, რომელმაც 150 052 ხმა მოაგროვა, რაც არჩევნებში მონაწილეთა 45.96%-ს შეადგენს. 

მეორე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 85 326 ხმით, რაც 26.13%-ია.


საკრებულოში პროპორციული სიით მანდატს მიიღებს ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციაც, რომელმაც ხმათა 10.35% (33 794 ხმა) მიიღო.

ყველაზე ცოტა მანდატი დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ექნება, რომელმაც ხმათა 6.37% მოაგროვა.

არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა 4%-იანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს.

თბილისის საკრებულოში პროპორციული სიით 25 დეპუტატი შევა. 25 მანდატს კი, მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი მიიღებს. 

უკვე ცნობილია, რომ 25 დან 24 მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო ერთ ოლქში - დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა.

თბილისში თვითმმართველობის არჩევნებში რეგისტირებული 918 661 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა 342 996-მა მიიღო.

კომენტარები