ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ხონის საარჩევნო ოლქში, 22-ე უბანზე უცნობმა პირებმა საარჩევნო ყუთი დაამტვრიეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პარტიის წევრი კობა სუბელიანი საქართველოს პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.
"ცუდად იქცევით!!! თქვენ რომ არ გეზეიმებათ, დემოკრატია მაინც აზეიმეთ" - წერს სუბელიანი Facebook-ში.
ცესკო-ს სპიკერის ეკა აზარაშვილის ინფორმაციით, სამართალდამცავები უკვე ადგილზე არიან და საქმის შესწავლა მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ენმ-ის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, დმანისის მე-11 უბანზე კომისიის თავმჯდომარე ყველას თვალწინ აფუჭებს იმ ბიულეტენებს, სადაც ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ არის ხმები დაფიქსირებული.
ცნობისთვის, 20:00-ზე ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა და ხმების დათვლის პროცედურა დაიწყო.