საბანკო სექტორი

რუსული სბერბანკი გერმანიაში საბანკო ოპერაციების გაფართოებას გეგმავს

სბერბანკის ლოგო მოსკოვში
მაქსიმ შემეტოვი / REUTERS

რუსული სბერბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერაციების გაფართოებას გეგმავს, თუმცა გაფართოება უფრო ორგანული იქნება და ახალი ქსელების ყიდვას ბანკი არ აპირებს. რუსეთის ყველაზე დიდი კრედიტორი გერმანიის ბაზარზე ონლაინ ბანკინგის ბაზრის ათვისებასაც შეეცდება - ამბობს სბერბანკის ევროპის მიმართულების მენეჯერი Reuters-თან ინტერვიუში. 

2014 წლის მესამე კვარტალში გერმანიაში სბერბანკი დაიწყებს პირდაპირი საბანკო ოპერაციების გაფართოებას, ახალი ბანკის გახსნას და ბაზარზე დამკვიდრებულ ბანკებს საფასო პოლიტიკით გაუწევს კონკურენციას. 

"გერმანია დიდი ბაზარია, ამიტომ ჯერ პირდაპირი საბანკო ოპერაციების მიმართულებით ვცდით ბედს" - ამბობს სბერბანკის ევროპის მიმართულების მენეჯერი. 

Reuters-ის ინფორმაციით, რუსული სბერბანკი უკვე ფლობს ავსტრიულ-თურქულ დენიზბანკს გერმანულ ბაზარზე, თუმცა ახალი ბანკი დენიზბანკისგან დამოუკიდებლად იფუნქციონირებს. 

2013 წელს სბერბანკის ევროპულმა ქვედანაყოფმა 5.6. მილიონი ევროს მოგება ნახა. 

კომენტარები