ISFED: აქტივობა შედარებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში

ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის თვითმმართველი ქალაქების მიხედვით
ISFED

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება პრესრელიზს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აქტივობა შედარებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში - შედარებით დაბალი.

12:00 საათისთვის, სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, თვითმმართველ ქალაქებში დაფიქსირდა ამომრჩეველთა შემდეგი აქტივობა:

თბილისი - 12.7%

მცხეთა- 21%

რუსთავი - 14%

გორი - 12%

ახალციხე - 15%

თელავი - 13%;

ბათუმი - 13%

ოზურგეთი - 20%

ქუთაისი - 12%

ზუგდიდი - 13%

ფოთი - 18%

ამბროლაური - 27% (ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თვითმმართველ ქალაქებს შორის)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. სადამკვირვებლო მისია 1300-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორისაა 80 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში.

საარჩევნო უბნებზე აქტივობის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც გამოაქვეყნა. 

კომენტარები