უგულავა: ივანიშვილს თავისი ზოოპარკიდან გამომდინარე, ცხოველების ალუზია აქვს

Gigi Ugulava
Tabula

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ზოოპარკიდან გამომდინარე, ცხოველების ალუზია აქვს. უგულავა ყოფილი პრემიერის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "უგულავა ფაფარაშლილი ლომივით იდგა".

"გავეცანი განცხადებას, თუმცა, რისი თქმა უნდოდა ამ ადამიანს, ვერ გავიგე. ერთადერთი, რასაც მივხვდი, ეტყობა, საკუთარი ზოოპარკიდან გამომდინარე ცხოველების ალუზია აქვს და აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ადამიანებს ცხოველებს ადარებს. ეს ადამიანი თავის თავის ვიკილიქსია და ალბათ, სხვა დროს უფრო ფართოდ განმარტავს იმ სურვილებს, რისი გამოთქმაც სურდა“, - განაცხადა უგულავამ.

საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, "ვნახეთ, როგორ ფაფარაშლილი ლომივით იდგა უგულავა, ხომ ნახეთ რას შვებოდნენ "ნაციონალები"? როგორც წარმოგიდგენიათ თქვენ, 75-მა "ნაციონალმა" მოხსნა კანდიდატურა და ლომივით უგულავამ ვერაფერი მოახერხა?".

კომენტარები