ჭიკაიძეს პირადობა სახლში დარჩა, თუმცა რეგისტრაციაში გატარებას მაინც ითხოვდა

სააგენტო ”ექსპრესნიუსის" ცნობით გურამიშვილის გამზირზე მდებარე 42-ე საარჩევნო უბანზე მისულ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა, ხოლო მისი თანმხლები პირი კომისიის წევრებისგან პირადობის მოწმობის გარეშე მინისტრის რეგისტრაციაში გატარებას ითხოვდა. 

„მოვიდა მინისტრის წარმომადგენელი და გვითხრა, თუ იყო შესაძლებელი, ალექსანდრე ჭიკაიძეს პირადობის მოწმობის უქონლობის გამო, რეგისტრაცია გაევლო და ხმა მიეცა მხოლოდ პირადი ნომრით ან მართვის მოწმობით, რაზეც, ჩვენ, რა თქმა უნდა უარი ვუთხარით", - განუცხადა "ექსპრესნიუსს" საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ დავით მაისურაძემ.

მომხდარს თვითმხილველებიც ადასტურებენ.

კომენტარები