ივანიშვილი: საპრეზიდენტო არჩევნები ახლოს იყო ევროპულთან, ასევე ხდება დღესაც

facebook.com/GaribashviliOfficial

ექსპრემიერი ივანიშვილმა, რომელმაც ნატანების 61-ე უბანზე ხმა მისცა განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნები ”პრინციპულად გარდამტეხი” ვერ იქნება. 

"გვახსოვს როგორი იყო საპარლამენტო არჩევნები, ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნები ახლოს იყო ევროპულთან, ასევე ხდება დღესაც, რომელიც უფრო რთულია და მრავალრიცხოვანი, ძალიან ბევრი კანდიდატია ასარჩევი. სოციოლოგებს შევხვდი მეგობრულად და არაფორმალურად. ძირითადი პრობლემა დღევანდელი მთავრობის, რაც გამოიკვეთა არის უმუშევრობა.

ამას ყველაზე დიდ შეცდომად უთვლიან ხელისუფლებას, რასაც არ ვეთანხმები. ხელისუფლებამ უნდა შექმნას პირობები, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები კი უნდა შექმნას ბიზნესმა, რისთვისაც ხელისუფლებამ უნდა შექმნას სათანადო პირობები. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და კონკურენტული გარემო შევქმნათ, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი გარემო, რომ გააკეთოს არჩევნები", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები