კრიზისი უკრაინაში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკრაინის მთავრობასა და ხალხს უსამძიმრებს

reuters

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უსამძიმრებს უკრაინის მთავრობასა და უკრაინელ ხალხს ლუგანსკში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. 

გუშინდელი ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს რუსეთის ინტერვენციას საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლამდე და ეგრეთ წოდებული სეპარატისტების ხელით საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებულ სისხლისღვრას - ნათქვამია განცხადებაში. 

ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს მთავრობას უკრაინას და უკრაინელ ხალხს შესაბამისი მატერიალური, დიპლომატიური და სხვა საჭირო დახმარება აღმოუჩნონ. 

კომენტარები