ერაყი

ობამას თქმით, აშშ ერაყში ჯარებს არ შეიყვანს

Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, აშშ რამდენიმე დღის განმავლობაში გადაწყვეტს, თუ როგორ იმოქმედოს ერაყში, თუმცა, მისი თქმით, ერაყში აშშ-ის ჯარები არ განლაგდება. 

ობამას განცხადებით, აშშ ყველაფერს გააკეთებს ერაყის დასახმარებლად, მაგრამ საბოლოო ჯამში, სწორედ ერაყელებმა, როგორც სუვერენულმა ერმა, უნდა მოაგვარონ თავიანთი პრობლემები.

ერაყში ისლამისტ მეაბოხეებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. წინა დღეებში ალ ყაიდას მოკავშირე ორგანიზაციის "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ქალაქები მოსული და ტიკრიტი აიღეს.

კომენტარები