ბაროზოს ვიზიტი

ბაროზო: პუტინის თქმით, ის არ აპირებს ნეგატიური ნაბიჯების გადადგმას

http://stateoftheunion.eui.eu/

ევროკომიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ  განაცხადა, რომ როგორც პუტინმა მის კოლეგასთან რომპუისთან საუბარში აღნიშნა, ის არ აპირებს საქართველოს წინააღმდეგ რაიმე ტიპის ნეგატიური ნაბიჯების გადადგას. 

"როგორც მე ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე მოგახსენეთ, ევროკავშირ-რუსეთის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა, ბატონმა პუტინმა მითხრა და უთხრა ჩემს კოლეგას ჰერმან ვან რომპუის, რომ რუსეთი არ აპირებს საქართველოს წინააღმდეგ რაიმე ტიპის ნეგატიური ნაბიჯები გადადგას. როდესაც ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, ვიმედოვნებ, ბატონი პუტინი შეასრულებს თავის დაპირებას. საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება და დადოს ხელშეკრულება, რაც მას სურს. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს ხელშეკრულება არის ექსკლუზიური. საქართველოს, რა თქმა უნდა, შეუძლია ჩამოყალიბდეს და დადოს ხელშეკრულება ნებისმიერ ქვეყანასთან. არის ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის და ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ, რომ საქართველოს ჰქონდეს მსგავსი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან", - განაცხადა ბაროზომ. 

 

კომენტარები