ბაროზოს ვიზიტი

ივნისში საქართველოს ჟოზე მანუელ ბაროზო ეწვევა

ივნისში საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ეწვევა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის შორის გამართულ შეხვედრაზე ითქვა. ცნობას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

ბაროზოს ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება. „შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ კონფერენცია საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს ხელს შეუწყობს“, - აღნიშნავენ პრემიერის პრესსამსახურში. 

კომენტარები