პრემიერის ინტერვიუ

ზურაბიშვილი: ეს განცხადება გზავნილია, რომ არ ვაპირებთ რუსეთის პროვოცირებას

დავით ზურაბიშვილი
commersant.ge

ქართული ოცნების წევრი დავით ზურაბიშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასებისას ამბობს, რომ "ამას უნდა შევხედოთ უფრო მეტად, როგორც გზავნილს რუსეთისკენ, რომ არ ვაპირებთ რუსეთის პროვოცირებას". ღარიბაშვილმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ "რუსეთს არ აქვს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ანექსიის განზრახვა".

"საერთოდ ასეთი განცხადებები უნდა განვიხილოთ მთლიან კონტექსტში, რაც ილაპარაკა პრემიერმა. პრემიერმა ძალიან ცალსახად თქვა, რომ საქართველოს არჩევანი არის ევროპა. ჩვენი არჩევანია ევროკავშირი და NATO. NATO-ში ინტეგრაციაზეც იყო ლაპარაკი და ეს არ ექვემდებარება გადასინჯვას. ამას ალტერნატივა არ აქვს. ამას უნდა შევხედოთ უფრო მეტად, როგორც გზავნილს რუსეთისკენ, რომ არ ვაპირებთ რუსეთის პროვოცირებას. ასეთი განცხადებების მერე თუ რუსეთი ისევ შეეცდება თავისი აგრესიული ქმედებების განხორციელებას, ეს მაინცდამაინც კარგად არ გამოჩნდება. ასე რომ, ამ განცხადებას არ განვიხილავ, როგორც რაღაც დათმობას ქართული სახელმწიფოს პრინციპული პოზიციისა", - თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარები