ჭიკაიძე: ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დესტრუქციული საქციელებისგან. ჭიკაიძის განცხადებით, ყველა ძალადობრივი ქმედება, რომელიც წინასარჩევნოდ მოხდა, გამოძიებული იქნება.

"ჩემი სამინისტროს ყველა თანამშრომლისთვის აკრძალული მაქვს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა და გავლენის მოხდენა. ყველა თანამშრომელს აქვს უფლება და თვითონ გადაწყვიტონ საარჩევნოდ ვის მისცემენ ხმას, არ ვაიძულებთ არაფერს, თავისუფლები არიან. რაც შეეხება გარემოს, მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, პარტიას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, დესტრუქციული საქციელებისგან, ვინაიდან ყველა ეს საქმე იქნება გამოძიებული და ყველა ამ საქმეში მონაწილე პიროვნება იქნება პასუხისგებაში მიცემული", - განაცხადა ჭიკაიძემ.

ამასთან, ალექსანდრე ჭიკაიძემ კომენტარი გააკეთა დავით ცინდელიანის საქმეზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ "დამნაშავე შესაბამისად დაისჯება". 

"შემაშფოთებელია ეს საქმე ჩვენი ქვეყნისათვის, მოსახლეობისთვის, მოქალაქეებისთვის, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები არ უნდა ძალადობდნენ თავისი ქვეყნის წარმომადგენლებზე, მით უმეტეს, ასეთი სახით და ასეთი საშუალებით. ყველა ასეთი საქმე იქნება ბოლომდე მიყვანილი, გამოძიებული და ყველა შესაბამისად კანონის წინაშე აგებს პასუხს", - განაცხადა ჭიკაიძემ. 

კომენტარები