დღეს, 10 ივნისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭახათში, მდინარე კინტრიშზე კინტრიშაჰესის მშენებლობის დაწყო, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
პროექტს შპს Hydro Development Company განახორციელებს და სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი ევრო იქნება.
ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 80-დან 100 ადამიანამდე, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთაც ჩაუტარდებათ სათანადო ტრენინგები.
კინტრიშაჰესის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში ქართულმა კომპანიამ გერგილი მოამზადა და უკვე 2013 წლის სექტემბერში საჯარო განხილვისათვის წარადგინა.
ჰესის დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ, ხოლოწლიური გამომუშავება 38 მლნ.კვტ.სთ იქნება.





