თალიბანის პაკისტანში მოქმედმა დაჯგუფებამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა პაკისტანის ქალაქ ყარაჩის აეროპორტში მომხდარ შეტაკებაზე, რომელსაც 24 ადამიანი შეეწირა. დაღუპულთა შორის 10 ტერორისტია.
შეიარაღებული ჯგუფი აეროპორტში გვიან ღამით შეიჭრა და სროლა ატეხა. ტერორისტები თვითმფრინავებთან გაღწევას შეეცადნენ, თუმცა ამის საშუალება დაცვამ არ მისცა.
ბრძოლა თავდამსხმელებსა და პოლიციას შორის რამდენიმე საათს გაგრძელდა, ყველა ტერორისტი განადგურდა. შეტაკების გამო ყარაჩის აეროპორტი დროებით დაიკეტა.





