სასამართლო იმამკულიევის სარჩელის განხილვას 17:00-ზე დაიწყებს

თბილისის საქალაქო სასამართლო აკმამედ იმამკულიევის სარჩელის განხილვას ერთ საათში დაიწყებს. ერთიანი ნაციონალური მოძრობის მარნეულის გამგებლობის ყოფილი კანდიდატი ცესკოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც ის რეგისტრაციიდან მოიხსნა. აკმამედ იმამკულიევის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ სასამართლო ცესკოს გადაწყვეტილებას ძალაში არ დატოვებს და ორმაგი სტანდარტებით არ იხელმძღვანელებს. 

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს რეგისტრაცია 5 ივნისს გაუუქმა. განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. 7 ივნისს კი, საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც.

კომენტარები