კრიზისი უკრაინაში

პოროშენკო: ჩემი სურვილია, ცეცხლის შეწყვეტა ამ კვირაში მოხდეს

www.telegraph.co.uk

კიევში უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს მონაწილეობით სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებებში უკრაინის პრეზიდენტმა, რუსეთის ელჩმა უკრაინაში, ასევე ეუთოს წარმომადგენელმა ჰაიდი ტალიავინიმ მიიღეს მონაწილეობა. პეტრო პოროშენკოს განცხადებით, "ჩემი სურვილია, ცეცხლის შეწყვეტა უკვე ამ კვირაში მოხდეს". პოროშენკოს თქმით, მთავარი ამოცანა საზღვარზე მკაცრი კონტროლის დამყარებაა, რათა რუსეთის მხრიდან მებრძოლებისა და იარაღის შემოდინება აღიკვეთოს.

"ჩვენი მისიაა, განვახორციელოთ ის შეთანხმება, რაც მიღწეულ იქნა ნორმანდიაში საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანის კანცლერის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას. ჩვენ ვთქვით, რომ ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აღმოსავლეთ რეგიონებში მშვიდობისა და წესრიგის აღსადგენად", - აცხადებს პეტრო პოროშენკო.

კომენტარები