ავღანეთის მისია

საქართველოს შეარაღებული ძალების კონტიგენტი ავღანეთში განახევრდება

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს საბრძოლო შენაერთების კონტიგენტი ავღანეთში, 2015 წლის პირველი იანვრიდან განახევრდება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის წამომადგენლებმა უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. საბჭოს სხდომა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს მიჰყვადა. მას პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრნენ. 

ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, ამას ესაჭიროება სათანადო პროცედურები. ამ საკითხში აუცილებლად იქნება ჩართული საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, უშიშროების საბჭო და პარლამენტი. თუმცა არსებობს გეგმა, მონახაზი, რომ 1-ელი იანვრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინგენტი განახევრდება და შეადგენს დაახლოებით 700 სამხედრო მოსამსახურეს", - განაცხადა საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ. 

 საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, აღნიშნული პროცესის NATO-ს და აშშ-ს კონტიგენტის შემცირებასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია. 

"დღეს უსაფრთხოების საბჭოზე პრემიერთან და საბჭოს წევრებთან ერთად განხილულ იქნა საკითხი მომავალი წლიდან ახალი მისიის დაწყებისთვის, საქართველოს დღევანდელი კონტინგენტის განახევრებასთან დაკავშირებით. ეს აბსოლუტურად თანხვედრაშია აშშ-ს და NATO-ს კონტინგენტის ეტაპობრივ შემცირებასთან. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები NATO-ელ და ამერიკელ კოლეგებთან და საქართველო 1-ელი იანვრიდან ახალი ფორმატით შეუდგება მისიის განხორციელებას. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ ამ ეტაპზე უსაფრთხოების საბჭოზე. მაგრამ პროცედურები გაგრძელდება, ყველა შტო იქნება ჩართული ამ გადაწყვეტილების მიღებაში. მათ შორის, პრეზიდენტი, პარლამენტი. აქედან გამომდინარე, დღეს არის ამ პროცესის დასაწყისი. ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად ვწვრთნიდით და გადავცემდით ავღანეთში ჩვენს პოზიციებს ეტაპობრივად. ეს NATO-ს საერთო გეგმაში იყო ჩამჯდარი. ეს არის ლოგიკური გადაწყვეტილება, რაღაც ეტაპზე უნდა განხორციელებულიყო ქართული მხარის მიერ. პრეზიდენტ ობამას განცხადებამ, შემდეგ უკვე NATO-ში კონსულტაციებმა, დაგვანახეს აუცილებლობა ამ გადაწყვეტილების მიღებისა. პროცესი დაიწყო და ეს პირდაპირ ეხმიანება იმ ლოგიკას, რა ლოგიკითაც უნდა განვითარდეს მომავალში ავღანეთში NATO-ს არასაბრძოლო მისია", - განაცხადა ალასანიამ. 

კომენტარები