ავღანეთის მისია

ირაკლი ალასანია: ავღანეთიდან ქართული კონტინგენტის გამოსვლა 2014 წლიდან დაიწყება

ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა ის ტვირთი და ვალდებულებაა, რომელიც საქართველომ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აიღო. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ჰელმანდის პროვინციაში დაღუპული კაპრალის, მინდია აბაშიძის ოჯახის დატოვებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მისიაში მონაწილეობას განაგრძობს და ავღანეთიდან ქართული კონტინგენტის გამოსვლა მხოლოდ 2014 წლიდან, ქვეყანაში სამშვიდობო მისიის დასრულების შემდეგ დაიწყება. ირაკლი ალასანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში იმყოფებოდა, სადაც მან ავღანეთში დაღუპული კაპრალის, მინდია აბაშიძის ოჯახს მიუსამძიმრა. 

კაპრალი აბაშიძე სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. იგი შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა.

 

კომენტარები