მეცნიერება

გენეტიკა შესაძლოა სექსუალურ ორიენტაციას განაპირობებდეს

გენეტიკა შესაძლოა სექსუალურ ორიენტაციას განაპირობებდეს
დარენ სტეიპლსი / Reuters

Washington Post-ში გენეტიკოსის, ჯენი გრეივსის, სტატია გამოქვეყნდა, სადაც საუბარია ახალ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც ადამიანის სექსუალური ორიენტაცია შესაძლოა გენეტიკით იყოს განპირობებული. 

ის, რომ ადამიანის სექსუალური ორიენტაცია შესაძლოა განპირობებული იყოს გენეტიკით ახალი ამბავი არ არის, რადგან ამას ჩვენ ხშირად ვხედავთ ცხოველთა სამყაროში. სავარაუდოდ, ბევრი გენია ისეთი, რომელიც სექსუალურ ორიენტაციაზე გავლენას ახდენს - წერს ევოლუციური გენეტიკოსი, გრეივსი. 

მეცნიერი ასევე აღნიშნავს, რომ ეს არ არის სპეციფიურად, "გეი გენები", არამედ გენები, რომელიც განაპირობებს სიყვარულს მამრობითი სქესის მიმართ, რომელიც ასევე მოიპოვება იმ ქალების გენეტიკაში, რომელნიც ადრე იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას და ამასთან ერთად სხვა ქალებთან შედარებით მეტი შვილიც ჰყავთ. იგივე წარმატებით შესაძლოა არსებობდეს გენები, რომელიც მდედრობითი სქესის მიმართ მიზიდულობას განაპირობებს.

1993 წელს ამერიკელმა გენეტიკოსმა, დინ ჰეიმერმა, კვლევა ჩაატარა ოჯახებზე, რომელშიც ჰომოსექსუალი მამაკაცები დედის მხრიდან ენათესავებოდნენ ერთმანეთს. შესაბამისად, გააკეთა დასკვნა, რომ ჰომოსექსუალობის განმაპირობებელი ფაქტორები დედისგან გადმოცემულ X ქრომოსომაზე იყო დამოკიდებული. თუმცა, ჰეიმერის დასკვნა 1993-ში საკამათო გახდა, რადგან ადამიანებს ჰომოსექსუალიზმი არჩევანად უფრო მიაჩნდათ, ვიდრე გენეტიკურ მიდრეკილებად. 

2014 წელს უფრო ფართო კვლევა ჩატარდა Human Genome Project-ის ფარგლებში, რომელიც ჰომოსექსუალ ძმებს სწავლობდა და 1993 წლის კვლევის შედეგები დამტკიცდა და ასევე აღმოჩნდა ახალი გენური ინდიკატორი მერვე ქრომოსომაზე, რომელიც ასევე განაპირობებს ჰომოსექსუალობას ადამიანებში. 

გრეივსის თქმით, ეს გასაკვირი არ არის, რადგან ცხოველთა სამყაროში ჰომმოსექსუალური კავშირი საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. მაგალითად, არსებობს გენი თაგვებში, რომელიც განაპირობებს მამალი თაგვების სექსუალურ მიზიდულობას ერთმანეთისკენ.

კომენტარები