უკრაინის მოვლენები

სააკაშვილი: საერთაშორისო სიტუაცის შემობრუნება უნდა გამოვიყენოთ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა, კიევში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის მოვლენების გათვალისწინებით საქართველოს ექცევა მეტი ყურადღება და საჭიროა ამ სიტუაციის საქართველოს სასიკეთოთ გამოყენება. 

"ახლა, როცა უკრაინაში ის ხდება, რაც ხდება, საქართველოს გაუჩნდა უნიკალური შანსი. ყველა გვაქცევს ყურადღებას. ეს მოხდა უკრაინის გამო და იმ საფრთხის გამო, რომელიც შეიქმნა. ყველამ გაითავისა, რომ ეს არ იყო საქართველოს და ცალკე აღებული საქართველოს მთავრობის ბრძოლა. მე მზად ვარ საქართველოს დღევანდელ მთავრობას, პრეზიდენტს, ყველანაირად დავეხმარო იმაში, რომ საერთაშორისო სიტუაციის ეს უნიკალური, ჩვენთვის სასიკეთო შემობრუნება, მაქსიმალურად გამოვიყენოთ", - განაცხადა სააკაშვილმა. 

"ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება და ალბათ ბევრგან მიგვიწვდება, მინდა საქართველოს მთავრობას დავეხმარო. ყველანაირი საარჩევნო ბატალიები ჩემთვის გადამწყვეტი არ არის, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან ბედს ეხება", - აღნიშნა მან. 

კომენტარები