უკრაინის მოვლენები

იანუკოვიჩი: უკრაინაში ხელისუფლება პროფაშისტურმა ავაზაკებმა დაიპყრეს

Viktor Yanukovych

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქალაქ დონის როსტოვში (რუსეთი) გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ კიევში გარდაცვლილ ადამიანებზე პასუხისმგებლობა დასავლეთსა და მაიდნის "ფაშისტებს" ეკისრებათ. იანუკოვიჩის თქმით, ის ქვეყნიდან სიცოცხლის გადასარჩენად გაიქცა.

მისი თქმით, "უკრაინაში ხელისუფლება დაიპყრეს პროფაშისტურმა ახალბედებმა, რომლებიც წარმოადგენენ აბსოლუტურ უმცირესობას უკრაინაში".

იანუკოვიჩმა საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა. ის საკონსტიტუციო რეფორმასა და საპრეზიდენტო არჩევნების დეკემბერში დანიშვნას მოითხოვს. იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ყველა "ფაშისტმა" უნდა ჩააბაროს იარაღი და გაათავისუფლოს ადმინისტრაციული შენობები.

იანუკოვიჩს ასევე სურს ნაციონალური რეფერენდუმის გამართვა, რომელზეც ახალი კონსტიტუციისა და სახელმწიფო მოწყობის საკითხი დადგება.

კომენტარები