კრიზისი უკრაინაში

ლუკაშენკო: უკრაინა უნდა იყოს ერთიანი მთლიანი სახელმწიფო და ასეც იქნება

Belarussian President Alexander Lukashenko speaks to the media at a polling station during local election in Minsk
Vasily Fedosenko / REUTERS

ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდე ლუკაშენკო თვლის, რომ უკრაინა უნდა იყოს ერთიანი მთლიანი სახელმწიფო. ამის შესახებ ლუკაშენკომ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე განუცხადა. მისივე განცხადებით, უკრაინამ ამ საკითხზე რუსეთთან უნდა მოილაპარაკოს. 

"უკრაინა უნდა იყოს ერთიანი მთლიანი სახელმწიფო და ასეც იქნება. მთავარია, რომ უკრაინელები, ჩვენი ხალხი, ამ სიტუაციიდან გამოვიდეს. მე არ ვფიქრობ რომ ეს სიტუაცია კატასტროფულია. ძალიან ბევრი სწრაფვები, საუბრები მიმდინარეობს ამ კუთხით, ამიტომ საჭიროა სიტუაციის დაწყნარება და ახალ პერიოდში, თუ ამას ახალს დავარქმევთ პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, სიტუაციის სტაბილიზება", - განაცხადა ლუკაშენკომ. 

კომენტარები