შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი თაღლითობისთვის დააკავა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი, მე-8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი,  რამაზ პავლიაშვილი, თაღლითობის ბრალდებით დააკავა. რის შესახებაც განცხადებას სამინისტრო ავრცელებს. 

"შსს-ს ანტოკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინპექციის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ამხილეს და დააკავეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი რამაზ პავლიაშვილი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი 
რამაზ პავლიაშვილი ამავე დაწესებულების პატიმარ გ.დ-ს დაჰპირდა, რომ დახმარებას გაუწევდა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაში, რისთვისაც მან მოითხოვა და აიღო 1000 აშშ დოლარი", - ნათქვამია განცხადებაში. 

ბრალდებულის წინააღდეგ საქმე  თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები