საფონდო ბირჟა

TBC ბანკის ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე 13 დოლარად გაიყიდება

TBC ბანკის სათაო ოფისი
ir.tbcbank.ge

Reuters-ის ინფორმაციით ქართული TBC ბანკის გლობალური სადეპოზიტო ხელწერილები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 13 ამერიკულ დოლარად გაიყიდება. TBC-ს საბაზრო კაპიტალიზაცია  640 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება. 

TBC ბანკის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართულ ბაზარზე ეს არის ყველაზე დიდი IPO (Initial Public Offering). 

ბაზარზე ბანკი 18.3 მილიონზე მეტი აქციით შედის. 

აქციების გაყიდვას კოორდინირებას უწევდნენ Barclays და UBS ბანკები. 

ამ ტრანზაქციიდან TBC 96 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის სუფთა შემოსავალს ელოდება, რომელსაც ბანკი ქონებაში დააბანდებს და გაზრდის მცირე და საშუალო კომპანიებისა და მიკროსაფინანსო სასესხო პორტფოლიოს. 

2013 წლის მონაცემებით ბანკის მთლიანი აქტივები 4.5 მილიარდ ლარამდეა, აქედან სამომხმარებლო დეპოზიტებზე 3 მილიარდ ლარამდე მოდის. ბანკის საკუთრებაში არსებული ქონების 98% ქართულ ბაზარზეა კონცენტრირებული. 

კომენტარები