პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: პაატას შეცვლას არ ვაპირებ, ის ძალიან კარგად, ეფექტურად მუშაობს

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პაატა ზაქარეიშვილის გადაყენებას არ აპირებს. ჟურნალისტმა იკითხა, ის ფაქტი, რომ პრემიერს დღევანდელ პრესკონფერენციაზე ზაქარეიშვილზე არაფერი უთქვამს, ხომ არ ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ მის გადაყენებას გეგმავს.

"რაც შეეხება პაატა ზაქარეიშვილის შეცვლა-არშეცვლის საკითხს, პაატას შეცვლას მე არ ვაპირებ. ის ძალიან კარგად, ეფექტურად მუშაობს და არ მესმის, რატომ უნდა შევცვალო. მის სამინისტროზე იმიტომ არ ვისაუბრე, რომ დრო დაგვეზოგა. აღარ წავედი დეტალებში. მთავარი, რაც ამ სამინისტრომ და მთავრობამ გააკეთა, სიმბოლური იყო თუნდაც სამინისტროს სახელის შეცვლა. ამ სამინისტროს ერქვა რეინტეგრაციის სამინისტრო და ჩვენ დავარქვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო. ამ სახელიდან ჩანს ჩვენი პოლიტიკა, დამოკიდებულება და მიდგომა იგივე აფხაზეთთან, ოსებთან და ზოგადად უმცირესობებთან მიმართებაში. მიმაჩნია, რომ პაატა კარგად მუშაობს, აკეთებს იმას, რაც შეუძლია გააკეთოს. იმაზე მეტს ვერ მოვთხოვთ, რისი გაკეთებაც შეუძლებელია ამ ეტაპზე", - განაცხადა პრემიერმა და კითხვაზე, რას აკეთებს მთავრობა გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში, აღნიშნა, რომ "იმაზე მეტია გაკეთებული, რაც ჩანს, რაც არ შუქდება".

კომენტარები