პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: ბატონმა ბიძინამ იმიტომ დაალაგა სიტუაცია, რომ ვიღაცამ არიოს?

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 1%-იანი შანსიც არ არსებობს იმის, რომ მთავრობაში რამე ძვრები მოხდეს. მისი თქმით, სამთავრობო გუნდი შეკრულია და "არ არის საკითხი, რაზეც ვერ ვთანხმდებით". პრემიერის განცხადებით, ვერავინ ვერ გაბედავს რამე რყევებს და პრობლემების შექმას.

"სხვათა შორის, ძალიან ბევრი სააგენტო აქვთ შექმნილი, ტაბულა დამემოწმება, დეზინფორმაციული სააგენტოები აქვს ნაციონალურ მოძრაობას და ავრცელებენ ჭორებს, რომ მაქსიმალურად დაძაბონ, თითქოს რაღაც ხდება, თითქოს ღარიბაშვილს გადააყენებენ, ეს მოხდება, ის მოხდება... არაფერი არ მოხდება. ნუ ნერვიულობთ, ისე კი გაქვთ ნერვიულობის საბაბი, თქვენ 9 წელი ანერვიულებდით ხალხს.. 1 % საშიშროება და რისკიც კი არ არის, რომ რაღაც ძვრები მოხდეს მთავრობაში ან ხელისუფლებაში. გუნდში გვაქვს ერთსულოვნება, შეკრული გუნდია და არ არის საკითხი, რაზეც ვერ ვთანხმდებით. ვერავინ ვერ გაბედავს რამე რყევებს და რამე პრობლემების შექმნას. როგორ ფიქრობთ, ბატონმა ბიძინამ იმიტომ გააკეთა ყველაფერი, იმიტომ დაალაგა სიტუაცია ქვეყანაში, რომ ვიღაცამ რაღაც არიოს? ბატონ ბიძინას არ აქვს თავის დროზე ამაზე ნაფიქრი და ან მე?" - განაცხადა ღარიბაშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ ამაზე მასაც და ყოფილ პრემიერსაც აქვთ ნაფიქრი და გრძელვადიანი, კარგად მოფიქრებული გეგმებიც აქვთ შედგენილი.

"ყველაფერი ძალიან კარგად არის და იქნება. ის, რაც ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ პირველი წელი რთული იქნებოდა, ჩვენ ამაში დავრწმუნდით, რომ რთული იყო, მართლაც რთული იყო, პრეზიდენტი ჯერ კიდევ სააკაშვილი იყო, გვქონდა ეს კოჰაბიტაცია.. სულ რაღაც 5 თვეა, რაც პრეზიდენტი აღარ გვყავს წინა ხელისუფლებიდან, მაგრამ ჯერ კიდევ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ციკლი დავასრულოთ, ეს დემოკრატიული და მშვიდობიანი გადაცემის პროცესი დასრულდეს, მშვიდობიანად. ამას არ სჭირდება ზედმეტი აჟიოტაჟი და დაძაბული ფონის შექმნა" - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

კომენტარები