პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი კრიმინალის სტატისტიკაზე: ვალდებულება არ გვაქვს, ეს იყო კეთილი ნება

პრემიერმინისტრმა პრესკონფერენციაზე ტაბულას ჟურნალისტის კითხვას კრიმინალის სტატისტიკასთან დაკავშირებით უპასუხა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ 2013 წლის მარტის შემდეგ შსს-ს კრიმინალის სტატისტიკა აღარ გამოქვეყნებულა. პრემიერმა საპასუხოდ განაცხადა, რომ "ამის ვალდებულება სამინისტროს არ აქვს, ეს ადრე იყო კეთილი ნება".

”ჩემი მინისტრობის დროს, ყოველთვე ვაქვეყნებდით სტატისტიკას, ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე პოლიტიკა, ასე იყო ჩემი მინისტრობის დროსაც და ასეა ახლაც. პირიქით, დასამალი გქონდათ თქვენ, უკაცრავად, ნაციონალურ მოძრაობას”, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები