საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობა

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი თბილისშია

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დიდიე ბურკჰალტერი დღეს ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.

საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტები ერთმანეთს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

დიდიე ბურკჰალტერი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს. მხარეები ორმხრივ დოკუმენტებს გააფორმებენ. შვეიცარიის პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძესთანაც გამართავს შეხვედრას.

დიდიე ბურკჰალტერი საქართველოს გუშინ ეწვია. აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე დახვდნენ.

კომენტარები