საქართველო-გერმანიის ურთიერთობა

ღარიბაშვილის რჩევა უკრაინას: მალე დაიწყეთ კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კონსტრუქციული დიალოგი არის ერთადერთი საუკეთესო გამოსავალი ნებისმიერი კრიზისის გადასაწყვეტად. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილს ჰკითხეს, რას ურჩევს უკრაინას რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ქმნის საინტერესო მაგალითს რეგიონში, რადგან არის ქვეყანა, რომელსაც სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუმცა, ამავდროულად, "ინარჩუნებს და აგრძელებს კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთთთან". 

"ჩვენ ეს მოვახერხეთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გვსურს რუსეთთან კონსტრუქციული, ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება, ურთიერთობის ნორმალიზება და გვინდა, ამ გზით გადავჭრათ პრობლემა, რომელიც ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებობდა და არსებობს დღემდე. რაც შეეხება ჩვენს მისწრაფებას ევროკავშირისკენ, ჩვენ ვქმნით მაგალითს, რომ საქართველო შეიძლება იყოს ქვეყანა, რომელსაც სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, რომელიც ერთ თვეში მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას და ამავდროულად, ის ინარჩუნებს და აგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს რუსეთთთან. და ამას ორივე მხარე ადეკვატურად აფასებს. საქართველო ქმნის საინტერესო მაგალითს დანარჩენი ქვეყნებისთვის რეგიონში. რაც შეეხება უკრაინისადმი რჩევას, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ძალიან მალე დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი. მხოლოდ მოლაპარაკების გზით, რა თქმა უნდა, გერმანიის და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, უნდა მოხდეს გამოსავლის პოვნა", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

კომენტარები