კანადა

კანადის პრემიერი: კომუნიზმი რეპრესიული და სისხლიანი იდეოლოგიაა

http://www.gew.co/

კანადის პრემიერ მინისტრმა, სტივენ ჰარპერმა, საკუთარ გამოსვლაში, 31 მაისს, კომუნიზმის წინააღმდეგ გაილაშქრა და მისი მსხვერპლთა ხსოვნის პატივის მისაგებად, აუდიტორიას მიმართა. ჰარპერმა მისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატა და პუტინის წინააღმდეგ გაილაშქრა. მისი თქმით, პუტინი "თავს უფრო კონფორტულად გრძნობს დაპირისპირების არსებობისას". მისივე თქმით რუსეთის "ექსპანსიონიზმი და მილიტარიზმი" საერთაშორისო უსაფრთხოებას ემუქრება. 

სიტყვა პრემიერ-მინისტრმა თავისუფლებისადმი მიძღვნილ საღამოზე წარმოთქვა, რომელიც ოტავაში კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის შექმნას ეძვღნებოდა. ჰარპერის თქმით ახალმა თაობებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ თავისუფლება ბრძოლით და მსხვერპლით იქნა მიღწეული. ჰარპერმა კომუნიზმს რეპრესიული და სისხლიანი იდეოლოგია უწოდა.

"მე-20 საუკუნის განმავლობაში, კომუნიზმის მომწამვლელი იდეოლოგია და შეუბრალებელი პრაქტიქა ნელი ნაბიჯებით სისხლის ლაქად მოედო მსოფლიოს ქვეყნებს, თითქმის ყველა კონტინენტზე. რის შედეგადაც კატასტროფული შედეგები მივიღეთ და დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი დავკარგეთ - რაც წარმოუდგენლად დიდი რიცხვია, ჩვენ ამ ტკივილს ვგრძნობთ ასე ძლიერად ვინაიდან, დაახლოებით კანადელთა მეოთხედი ან კომუნიზმის ჯაჭვებით იყო დატყვევებულნი, ან ამ ადამიანთა შვილები არიან", - განაცხადა მან. 

"ბოროტებას ბევრი ფორმა აქვს და დრო და დრო ახერხებს საკუთარი თავის სხვა ფორმით წარდგენას, რასაც არ უნდა უწოდებდეს ის საკუთარ თავს - ნაციზმს, მარქსიზმს, დღეს კი ტერორიზმს, მათ ყველას ერთი რამ აერთიანებს:  ნგრევა,  ადამიანის თავისუფლების დასასრული", -განაცხადა ჰარპერმა, მისი თქმით კანადელებმა კარგად უწყიან ამ ნგრევის შესახებ. 

პრემიერის თქმით კანადამ და დასავლეთმა ითამაშეს საკუთარი როლი ცივი ომის მიმდინარეობისას, თავისუფლების დასაცავად. მან  ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბაიან მულრონი გამოჰყო და მასთან ერთად მარგარეტ ტეტჩერი და რონალდ რეიგანი. მისივე თქმით კანადა ყოველთვის ვერ ამართლებდა იმედებს. 

 

კომენტარები