ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

UNICEF: საქართველოში 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი (UNICEF), ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესთან, 1 ივნისთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებეს. ფონდის თქმით 

დღეს საქართველოში ბავშვთა დაცვის დღეა და გვინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ სოციალურად ყველაზე დაუცველი ბავშვების მდგომარეობას. ამ ბავშვებს აქვთ განვითარების თანაბარი შესაძლებლობის უფლება და სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად,“- განაცხადა საქართველოში იუნისეფის წარმომადგენლის მოადგილემ, ნანა მარასოვიჩმა.

„საქართველოში ბავშვები უფრო მეტად დგანან უკიდურესი სიღარიბის რისკის წინაშე, ვიდრე სხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები. რამდენადაც 2014 წელი გამოცხადდა ბავშვის უფლებათა დაცვის წლად, ველით, რომ წლის განმავლობაში მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები და მიიღება გადაწყვეტილებები ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით", - ამბობს  მარასოვიჩი. 

ფონდის თქმით "საქართველოს 0-16 წლის ბავშვების 27 პროცენტი ცხოვრობს სიღარიბეში, აქედან 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეს განიცდის და მოიხმარს დღეში 2 ლარზე ნაკლებს. ბავშვიანი ოჯახები უფრო ღარიბნი არიან, ვიდრე უბავშვო ოჯახები და რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით მეტია სიღატაკის რისკი. სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი 2011 წელს 25%-დან 2013 წელს 27%-მდე გაიზარდა, რადგან სოციალური დანახარჯები უფრო მეტად  სხვა დაუცველ ჯგუფებზე იყო მიმართული. ამასთანავე, კვლევამ აჩვენა, რომ უღარიბეს ოჯახებში 17 წლის ასაკის ბიჭების მხოლოდ 53 პროცენტი დადიოდა რაიმე სახის საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2012-2013 სასწავლო წელს. 18 წლის ასაკის ბიჭებისთვის ეს მაჩვენებელი 47 პროცენტამდე ეცემა".

 

 

 

 

კომენტარები