საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები

დამარცხებული 19-წლამდელებიდან ქეცბაია პაპუნაშვილს დაიმატებს

Temur Ketsbaia
Tabula

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები შვეიცარიაში მიმდინარე ელიტრაუნდის შედეგად, ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა.

სამწუხაროდ, ქართველმა ფეხბურთელებმა გადამწყვეტი შეხვედრა, სადაც ისრაელთან ფრეც კი აძლევდათ ხელს, მინიმალური სხვაობით დათმეს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ჯვაროსნებმა მასპინძელ შვეიცარიას ანგარიშით - 0:2 სძლიეს, ხოლო კვიპროსი 5:1 დაამარცხეს.

შვეიცარიაში იმყოფება საქართველოს ეროვნული ნაკრებიც, რომელიც მზადებას განაგრძობს და 3 ივნისს არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ტრავმირებული მურთაზ დაუშვილის ნაცვლად, თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით, ჯვაროსნებს 19-წლამდელთა და დინამო თბილისის ნახევარმცველი, გიორგი პაპუნაშვილი შეუერთდება.

კომენტარები