საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები

ელიტრაუნდში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა

uefa.com

ნიონში, უეფას შტაბბინაში გამართული წილისყრის შედეგად, ელიტრაუნდში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა.

C ჯგუფში, ვასილ მაისურაძის გუნდის მეტოქეები ისრაელის, შვეიცარიის და კვიპროსის ნაკრებები იქნებიან. ჯგუფის თამაშებს შვეიცარია უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მასპინძლები და ჯგუფის გამარჯვებული ნაკრებები ითამაშებენ. ევროპის ჩემპიონატი 2014 წლის 19-31 ივლისს უნგრეთში გაიმართება.

კომენტარები