საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა უელსი 5:1 დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები
msy.gov.ge

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრაში უელსის ნაკრებს უმასპინძლა.

ვასილ მაისურაძის გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 5:1 დაამარცხა.

ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა. გიორგი პაპუნაშვილმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, ხოლო მალევე 4 წუთში, დავით ჯიქიამ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

42-ე წუთზე ალექსანდრე გურეშიძემ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი, უელსელთა კარში თავით გადაგზავნა. პირველი ნახევარი ასეთი ანგარიშით დასრულდა - 3:0.

მეორე ტაიმში ქართველებმა კიდევ 2 ბურთის გატანა შეძლეს, სტუმრები კი მხოლოდ პრესტიჟის გოლს დასჯერდნენ. თავი 56-ე წუთზე კვლავ ჯიქიამ, ხოლო მე-60 წუთზე ცინცაძემ საჯარიმო დარტყმით გამოჩინა. ასევე სტანდარტული მდგომარეობიდან გაიტანა ო'სალივანმა, თუმცა ამას შედეგზე არანაირი გავლენა აღარ მოუხდენია.

კომენტარები