თეორემა

ძალადობა - პოლიტიკური ბრძოლის იარაღი

"ძალის გამოყენება არ არის უფლება... მორჩილებას მხოლოდ ლეგიტიმური ძალა უნდა უზრუნველყოფდეს" ამბობდა ჟან ჟაკ რუსო.

ძალის გამოყენების ლეგიტიმაციის წყარო ცივილიზებულ ქვეყნებში არის სახელმწიფო. როდესაც სახელმწიფო კარგავს მონოპოლიას ძალის გამოყენებაზე - ვიღებთ ქაოსს, სადაც პირველ რიგში რიგითი მოქალაქე ზარალდება.

წესით, ამას კარგად უნდა ხვდებოდეს ყველა, ვინც 30 წელს გადააბიჯა და 90-იანი წლები ახსოვს.

ზოგადად, თუ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ამ ჭრილში შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ის საათის ქანქარასავით ვითარდება -- უკიდურესობიდან უკიდურესობამდე.

პირველ ნახევარში სახელმწიფო ვერ, ან არ ახორციელებდა მონოპოლიას ძალის გამოყენებაზე და „წესრიგის" დამყარება ხან მეტად, ხან ნაკლებად, არაფორმალური დაჯგუფებების ნებაზე იყო მიშვებული. მეორე ნახევარში ახორციელებდა, ოღონდ გადაჭარბებით. სხვა ფაქტორთა შორის, ძალის ბოროტად გამოყენების გამო, წარმატებული რეფორმატორებისგან შემდგარმა მმართველმა გუნდმა არჩევნები წააგო.

2012 წლის არჩევნების შემდეგ საათის ქანქარა საპირისპირო მიმართულებით დაიძრა -- ციხეებში ქაოსია, ქუჩებში ძალადობრივმა დანაშაულმა მკვეთრად იმატა, ექსტრემისტები უმცირესობებს ავიწროებენ.

არალეგიტიმური ძალადობა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცა.

რატომ არის საშიში სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენებაზე მონოპოლიის დაკარგვა.

გადაცემის სტუმრები: გია ნოდია, ბექა მინდიაშვილი, ირაკლი საღინაძე, თათა ცოფურაშვილი.

კომენტარები