NATO - საქართველო

ბერძენიშვილი: რასმუსენმა მიანიშნა, რომ ის ჩვენთვის MAP-ის მოცემის მომხრეა

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ხერხეულიძე / ლიბერალი

საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, ლევან ბერძენიშვილი facebook-ის პირად გვერდზე ვილნიუსიდან წერს, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ვილნიუსში მიიღო გადაწყვეტილება უელსის სამიტზე საქართველოს MAP მიენიჭოს. 

”NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ ვილნიუსში მიიღო რეზოლუცია NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელშიც ჩაიწერა, რომ სექტემბერში, უელსის სამიტზე საქართველოს MAP უნდა მიენიჭოს. გარდა ამისა, თედო ჯაფარიძის კითხვაზე პასუხისას ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფონ რასმუსენმა ფრთხილად, მაგრამ აშკარად მიანიშნა, რომ ის პირადად მხარს უჭერს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას” - განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები