NATO - საქართველო

სესიაშვილი: NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთვის MAP-ის მოცემის მომხრეა

radiotavisupleba.ge

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის შედეგებზე კომენტარს აკეთებს. ინტერპრესნიუსის ცნობით, მან განაცხადა, რომ ასამბლეა საქართველოსთვის უელსის სამიტზე MAP-ის მინიჭების მომხრეა.

"დღეს NATO-ს საპარალამენტო ასამბლეაზე კენჭი ეყარა NATO-ს გაფართოების დეკლარაციას, რომელიც ასამბლეის უმრავლესობის მხარდაჭერით დამტკიცდა. დეკლარაცია ალიანსის გაფართოებას და ასპირანტი ქვეყნების პერსპექტივებს შეეხება. დეკლარაციის მე-8 პუნქტში აღინიშნა, რომ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს NATO-ს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, საქართველოს NATO-სთან დაახლოებისთვის უელსის სამიტზე მიენიჭოს MAP” – აცხადებს სესიაშვილი.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან ირაკლი სესიაშვილი, თედო ჯაფარიძე, ლევან ბერძენიშვილი და გიორგი ბარამიძე.

 

კომენტარები