გამოსვლები აფხაზეთში

ნორლანდი: აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა

აშშ-ის საელჩო საქართველოში

საქართველოში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი აფხაზეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ აშშ პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს.

”როგორც იცით, აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია, ამიტომ ჩვენ ვიღებთ მეორად ინფორმაციას. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა გავერკვეთ, რა ხდება იქ, რით არის ეს პროცესი გამოწვეული, შიდა ფაქტორებით თუ გარეშე ჩარევით. ეს საქართველოს ტერიტორიაა, ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს. მხარს ვუჭერთ, საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენას მის მთელს ტერიტორიაზე. იმედის მომცემია ის, რომ ამ წუთამდე არავინ არის დაღუპული ან დაშავებული. ვიმედოვნებთ, რომ მოვლენები მშვიდობიანად განვითარდება”, - თქვა ნორლანდმა.

კომენტარები