აფხაზეთი

ანქვაბი დათანხმდა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაყენების მოთხოვნას

Alexander Ankvab, President of Georgia's breakaway region Abkhazia, takes part in a wreath laying ceremony at the Tomb of the Unknown Soldier by the Kremlin Wall during his visit to Moscow
Denis Sinyakov / REUTERS

სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის, დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდე ანქვაბი ოპოზიციის მოთხოვნას მთავრობის გადაყენების შესახებ დათანხმდა. მან ოპოზიციასთან მიმდინარე შეხვედრა დატოვა მას შემდეგ რაც დემონსტრანტები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრენ. 

"ანქვაბმა თავისი ადმინისტრაცია მას შემდეგ დატოვა, რაც იქ ოპოზიციის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მოლაპარაკებებზე მან თანხმობა განაცხადა მთავრობის, გენერალური პროკურორისა და აფხაზეთის ორი რაიონის ხელმძღვანელის გადაყენებასთან დაკავშირებით. თუმცა, ოპოზიცია უფრო მეტს ითხოვს: პრეზიდენტის გადადგომას", - განაცხადა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ აშუბამ. 

ოპოზიციის ლიდერის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ოპოზიციური პარტიების საბჭო საკუთარ თავზე აიღებს რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, რომელიც თავად წარმართავს საჭირო სამთავრობო სტრუქტურების ფორმირებას. 

ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას აკონტროლებს. ხაჯიმბამ მოუწოდა შეკრებილ მამაკაცებს ადმინისტრაციის შენობის დასაცავად ადგილზე დარჩნენ. 

 

კომენტარები