ევროპარლამენტის არჩევნები

ევროპარლამენტის არჩევნებში EPP ლიდერობს

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, პირველ ადგილზე ევროპის სახალხო პარტია გავიდა, რომელმაც ხმების 28% მიიღო. მისმა მთავარმა მეტოქემ, სოციალისტთა და დემოკრატთა პროგრესულმა ალიანსმა, 24% მოიპოვა. ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა - ალდე - 9%.

უმრავლესობა ვერც ერთმა ფრაქციამ ვერ მოიპოვა.

ამავე დროს, ბევრი ხმა მიიღეს ულტრამემარჯვენე ძალებმა. საფრანგეთში მარინ ლე პენის სახალხო ფრონტმა ხმათა 25 % მიიღო. დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიამ კი, რომელიც ევროკავშირიდან გასვლას უჭერს მხარს, თავის ქვეყანაში ამომრჩეველთა 30%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.

კომენტარები