უკრაინაში ტერორისტებმა მერობის კანდიდატი ანდრეი ისკრა გაიტაცეს

უკრაინაში, ქალაქ სნეჟნომში ტერორისტებმა ქალაქის მერობის კანდიდატი ანდრეი ისკრა გაიტაცეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  

ახლა საარჩევნო შტაბს შეიარაღებული ხალხი ბლოკავს.

ანდრეი ისკრა არასამთავრობო ორგანიზაციის ”პატრიოტის” წევრია და არჩევნებზე უპარტიო კანდიდატია.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება კიევის მერის არჩევნები. ზოგიერთ რეგიონში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. 

 

კომენტარები