ნაციონალური მოძრაობა

ბოკერია: ხელისუფლება სასაცილო კინკლაობით არის დაკავებული

ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ პრობლემა უწოდა იმ ფაქტს, რომ ხელსუფლებაში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე დავა მიმდინარეობს. "რაც შეეხება დღეს არსებულ პრეზიდენტს და მის ურთიერთობას მთავრობასთან და მათ უაზრო და სასაცილო კინკლაობას საქმის კეთების ნაცვლად, თუ ვინ მოაწერს ხელს, ეს მართლოაც რეალური პრობლემაა", - განაცხადა ბოკერიამ ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში.

მისი თქმით, „ჩვენ დღეს ხელისუფლებაში გვყავს გუნდი, რომელიც საქმის კეთების და იმ პრობლემებზე ზრუნვის ნაცვლად, რისთვისაც აირჩიეს, არიან დაკავებულნი საბავშვო ბაღის დამახასიათებელი თამაშით".

ბოკერიას განცხადებით, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, „ხალხმა აირჩიოს ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ხედვა, კონკრეტული გეგმა და იციან საქმის კეთება და ვისაც ნასწავლი აქვს მათ შორის ჩვენი გუნდის საერთო შეცდომებზეც". მისი თქმით, მომავალი არჩევნების შედეგად არჩეულმა ადგილობრივმა ხელსუფლებამ უნდა გადაწყვიტოს ის პრობლემები, რომლებიც ადრე არსებობდა, ასევე ის პრობლემები, „რომელიც შემქნა ამ ახალმა, უნიათო გუნდმა".

„უნდა გავუგზავნოთ ხელისუფლებას სიგნალი, რომ შეეშვან ამ კინკლაობას, უნიათობას, შეეშვან წარსულზე ლაპარაკს", - აღნიშნა ბოკერიამ.

მისი თქმით, დღეს მთავარი პრობლემა ისა, რომ ხელისუფლებაში არ არის ხალხი, ვისაც აქვს ხედვა და ვისაც უნდა საქმის კეთება.

ბოკერიამ გადაცემაში წინა ხელსუფლების შეცდომებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი შეცდომა ის იყო, რომ არ არსებობდა საკმარისი პოლიტიკური კონტროლის მექანიზმები. „ამოცანები, რომლებიც ჩვენს წინ იდგა, იყო ძალიან დიდი მასშტაბის და იყო სწორი შემართება, რომ ისინი სწრაფად გადაწყვეტილიყო. მათი დიდი ნაწილი, ჩემი აზრით, იქნა გადაწყვეტილი. მაგრამ, ამ ფონზე არ გაგვაჩნდა საკმარისი შემაკავებელი მექანიზმები, საკმარისი დისკუსია, საკმარისად ძლიერი ოპოზიცია და ამან განაპირობა ის პრობლემები, რომელიც წარმოიშვა", - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა.

კომენტარები