რუსეთი უკრაინელი ხალხის არჩევანს პატივისცემით მოეკიდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს, 23 მაისს პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვას, აღიარებს თუ არა 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურად, პუტინმა უპასუხა, რომ უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად კვლავაც ვიქტორ იანუკოვიჩი მიაჩნია და, მისი აზრით, უმჯობესი იქნებოდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩატარებულიყო რეფერენდუმი ახალი კონსტიტუციის თაობაზე.
თუმცა, პუტინის თქმით, „ჩვენც გვინდა, რომ სიტუაცია ცოტათი მაინც დამშვიდდეს. და ჩვენ უკრაინელი ხალხის არჩევანს პატივისცემით მოვეკიდებით".





